„საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 აგვისტოს №508 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
125
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-02-19
გამოქვეყნების თარიღი
2007-02-22
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.08.002.004
„საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 აგვისტოს №508 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №125

2007 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  1999 წლის 26 აგვისტოს №508 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 აგვისტოს №508 ბრძანებულებაში (სსმ III, 1999 წ., №42(49), მუხ.747) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შესაბამისი კანონმდებლობის მიღებამდე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 2300 ლარით, კომისიის აპარატის თანამშრომელთა თანამდებობები და მათი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს კომისიის თავმჯდომარემ.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2007 წლის 17 თებერვლიდან.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია