„საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №331 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
65
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-01-25
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-29
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
„საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №331 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №65

2007 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №331 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №331 ბრძანებულებით (სსმ III, 2001 წ., №86, მუხ. 633) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პგრ-ს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“;

ბ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-3 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები;

გ) დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს:

ა) პროექტის ფარგლებში დასაფინანსებელ სამუშაოებს;          

ბ) პგრ-ს სამუშაო გეგმებს და წლიურ ბიუჯეტს და/ან მათში შესატან ცვლილებებს;

გ) პგრ-ს დირექტორის მიერ წარდგენილ კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია