„ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სტიპენდიების დანიშვნისა და სამეცნიერო მივლინებებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ოქტომბრის №437 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
56
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-01-23
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-26
სარეგისტრაციო კოდი
440.050.000.08.002.004
„ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სტიპენდიების დანიშვნისა და სამეცნიერო მივლინებებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ოქტომბრის №437 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №56

2007 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

 „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სტიპენდიების დანიშვნისა და სამეცნიერო მივლინებებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ოქტომბრის №437 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სტიპენდიების დანიშვნისა და სამეცნიერო მივლინებებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ოქტომბრის №437 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №110, მუხ. 968) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„41. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე პრეზიდენტის სტიპენდიის დანიშვნის შემთხვევაში სტიპენდიატზე გაიცემა შესაბამისი მოწმობა საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია