საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №166
2004 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
გ. ბარამიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი ბარამიძეს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით, ფსიქოტროპული ნივთიერებებითა და პრეკურსორებით უკანონო ვაჭრობისა და სხვა მნიშვნელოვან დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
მ. სააკაშვილი