,,გ. არველაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
94
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-02-06
გამოქვეყნების თარიღი
2007-02-08
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004
,,გ. არველაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №94

2007 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

გ. არველაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს გიორგი არველაძეს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ“ და „აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმებებს.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 25 იანვრის #60 ბრძანებულება „გ. არველაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია