საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №59
2007 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
ი. ალასანიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ირაკლი ალასანიას უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოსა და მადაგასკარის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ ოქმს“.
მ. სააკაშვილი