საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №502
2003 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ჯ. კახიანისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ჯემალ კახიანს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის 1993 წლის 20 იანვრის საჰაერო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმებაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ოქმის ტექსტის მიღების მიზნით.
ე. შევარდნაძე