საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №277
2003 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
მ. გოგიაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს მირიან გოგიაშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებებს ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებთან „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“.
ე. შევარდნაძე