„საქარ­თველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
768
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-28
სარეგისტრაციო კოდი
010.210.040.08.002.004
„საქარ­თველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №768

2006 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №78, მუხ. 831) შეტანილ იქნეს შემდეგი ვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-2 პუნქტი;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობასა და საშტატო ნუსხას – ადმინისტრაციის უფროსი.“;

გ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დადგენილი საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში ამტკიცებს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხას;“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია