„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
755
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-25
სარეგისტრაციო კოდი
270.090.000.08.002.004
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №755

2006 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №104, მუხ. 1155) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (დანართი №2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (ლარობით)

1.

ქ. თბილისის მერი

2800

2.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე

2800

3.

ქ. თბილისის საკრებულოს მდივანი

2300

4.

ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი)

2300

5.

ქ. თბილისის მერის მოადგილე

2200

6.

მერის ადმინისტრაციის უფროსი

2000

7.

ქ. თბილისის რაიონის (დაბა წყნეთის) გამგებელი

1900

8.

ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი

1900

9.

ქ. თბილისის საკრებულოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე

1600

10.

ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1600

11.

ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე

1300

12.

მერის წარმომადგენელი საკრებულოში

1300

13.

ქ. თბილისის რაიონის (დაბა წყნეთის) გამგებლის მოადგილე

1200

14.

ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე

1200

15.

ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე

1200

16.

სხვა წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი

900

17.

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

900

18.

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

500

2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.                                                                .“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია