,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
108
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-06-08
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-12
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.10.003.000.492
,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №108

2006 წლის 8 ივნისი

 ქ. თბილისი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ

,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისათვის გათვალისწინებული თანხის ეფექტიანად განაწილების მიზნით:

1. შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს თანხა გამოეყოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით.

2. გამოსაყოფი თანხის ოდენობის განსაზღვრისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებიდან წარმოდგენილი მონაცემები და სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ივნისის №105 დადგენილება ,,საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ“.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2007 წლის 1 იანვრამდე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია