საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №741
2006 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ
1. რეორგანიზებულ იქნეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 იანვრის №9 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდეგში – ცენტრი).
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივლისის ბრძანებულება №436-სსმ III, №105, 25.07.2007წ; მუხ.1149
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივლისის ბრძანებულება №436-სსმ III, №105, 25.07.2007წ; მუხ.1149