„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
722
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-12-04
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-05
სარეგისტრაციო კოდი
010.320.040.08.002.004
„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №722

2006 წლის 4 დეკემბერი

 ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1997 წ., კრებული №6, გვ. 13) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-13 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს შესაძლოა ჩაუტარდეს ატესტირება 3 წელიწადში ერთხელ, ასევე სამინისტროს სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაციის შემთხვევაში“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია