,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
107
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-06-08
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-12
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.491
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №107

2006 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტისა და 153-ე მუხლის შესაბამისად, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილების (სსმ III, 2005 წ., №6, მუხ. 71) მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ნიკა გვარამიას – საქართველოს პარლამენტის წევრს

შოთა გვენეტაძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს

თემურ ცერცვაძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს

ირინე ქურდაძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი        ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია