საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №705
2006 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 18 ნოემბრის №483 ბრძანებულება;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ივნისის №549 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი