საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №702
2006 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).
2. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა უზრუნველყოს სააგენტოს:
ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
ბ) წესდების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
გ) (ამოღებულია – 05.10.2012, №924).
საქართველოს პრეზიდენტის 201 2 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებულება №924 - ვებგვერდი, 05.10.2012წ.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სააგენტოს დაფინანსების მიზნით.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1 . საქართველოს პრეზიდენტის 201 2 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებულება №924 - ვებგვერდი, 05.10.2012წ.