„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის შექმნის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
673
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-11-09
გამოქვეყნების თარიღი
2006-11-09
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის შექმნის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №673

2006 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის შექმნის შესახებ

„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. ქ. თბილისის მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ბიბლიოთეკების გაერთიანების ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა (შემდეგში – ბიბლიოთეკა).

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) განახორციელოს ბიბლიოთეკის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი და უზრუნველყოს ბიბლიოთეკის დებულების დამტკიცება.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ბიბლიოთეკისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია