საქართველოში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის დაწესების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
540
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2000-12-29
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.002.001.
საქართველოში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის დაწესების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №540

2000 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის დაწესების შესახებ

ახალგაზრდობისადმი სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის, საერთაშორისო პროცესებში მისი მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით:

1. დაწესდეს საქართველოში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.

2. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე საქართველოში აღინიშნოს ყოველი წლის 12 აგვისტოს.

3. საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა (ზ. გაიპარაშვილი) სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად შეიმუშაოს და განახორციელოს ამ დღის აღსანიშნავი სპეციალური ღონისძიებები საქართველოს სა­ხელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია