საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №338
2000 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
გ. არსენიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს სახელმწიფო მინისტრს გიორგი არსენიშვილს, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას „საქართველოსა და უკრაინას შორის სახელმწიფო საიდუმლოების ურთიერთდაცვის შესახებ“.
ე. შევარდნაძე