,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
92
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-05-11
გამოქვეყნების თარიღი
2006-05-18
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.476
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №92

2006 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის    31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილების (სსმ III, 2005 წ., №154, მუხლი 1714) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ე.თ“ ქვეპუნქტი;

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი:

„ღ) განსაზღვრავს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს;“;

გ) მე-17 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მიზანმიმართულად განხორციელება და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია