„საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და სახელმწიფო მინისტრების აპარატების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 იანვრის №16 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
654
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-11-06
გამოქვეყნების თარიღი
2006-11-08
სარეგისტრაციო კოდი
270.090.000.08.002.004
„საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და სახელმწიფო მინისტრების აპარატების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 იანვრის №16 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №654

2006 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს მთავრობის  კანცელარიისა და სახელმწიფო მინისტრების აპარატების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 იანვრის          №16 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და სახელმწიფო მინისტრე-ბის აპარატების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 იანვრის №16 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №4, მუხლი 42) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამავე ბრძანებულების №1 დანართით გათვალისწინებული წამყვანი საჯარო თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი განისაზღვროს 1200 ლარით.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ნოემბრიდან.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია