საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №653
2006 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ. №48, მუხ. 488) და ბრძანებულებით დამტკიცებულ მაღალი რანგის თანამდებობის პირთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატების ნუსხაში (დანართი №3) სიტყვები „ქ. თბილისის პრემიერი“ შეიცვალოს სიტყვებით: „თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი)“.
მ. სააკაშვილი