„დ. გვინდაძის, ნ. თურნავასა და რ. დალაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
646
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-10-30
გამოქვეყნების თარიღი
2006-11-06
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004
„დ. გვინდაძის, ნ. თურნავასა და რ. დალაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №646

2006 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

დ. გვინდაძის, ნ. თურნავასა და რ. დალაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მიენიჭოთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დიმიტრი გვინდაძეს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს ნათელა თურნავას და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს რომან დალაქიშვილს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის „აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პირველი პროექტის“ დაფინანსების ხელშეკრულების ტექსტის მიღების მიზნით.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია