„გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 ივნისის №389 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
625
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2006-10-30
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.08.002.004
„გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 ივნისის №389 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №625

2006 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 ივნისის № 389 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 ივნისის № 389 ბრძანებულებით (სსმ III, 1999 წ., № 31, მუხ. 550) დამტკიცებული გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის 59-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი და ეროვნული მოხსენების პროექტი თანხმდება დაინტერესებულ უწყებებთან, სამინისტროებთან და საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება დასამტკიცებლად ყოველი წლის დეკემბერში.“.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია