„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრუ­ლებათა თარგმნის ბიუროს შექმნის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
623
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-10-20
გამოქვეყნების თარიღი
2006-10-24
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრუ­ლებათა თარგმნის ბიუროს შექმნის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №623

2006 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს შექმნის შესახებ

საერთაშორისო ხელშეკრულებების უცხოური ტექ­სტების თარგმნის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პი­რი – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო (შემდეგში – ბიურო).

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):

ა) განახორციელოს ბიუროს სახელმწიფო კონ­ტროლი;

ბ) უზრუნველყოს ბიუროს დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის და­ნიშ­ვნა.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სა­მინის­ტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ბიუროსათ­ვის სახელმწიფო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია