„საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
579
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-10-02
გამოქვეყნების თარიღი
2006-10-04
სარეგისტრაციო კოდი
120.090.000.08.002.004
„საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №579

2006 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №102, მუხ. 1381) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-4 პუნქტით განსაზღვრული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა

ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ჯიმი ზარიძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

ვახტანგ მეგრელიშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ირაკლი ნადირაძე – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ახალგაზრდო­ბის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე

ლევან ნიკოლეიშვილი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი

გოჩა ფარულავა – საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებ­რივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენ­ტის უფროსი

გულიკო ჭელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, კომისიის მდივანი

ვლადიმერ ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე

შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია