„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №754 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
576
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-09-29
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-29
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №754 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №576

2006 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №754 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №754 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №111, მუხ. 1220) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სახელობის“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის შექმნის შესახებ“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სახელობის“ და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი.“;

გ) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი.“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია