„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მუშაკთა დღის დაწესების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
564
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-09-25
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-25
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.08.002.004
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მუშაკთა დღის დაწესების შესახებ"

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №564

2006 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მუშაკთა დღის დაწესების შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მრავალწლიანი ისტორიის აღსანიშნავად და საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიული სტიმულირების მიზნით:

1. დაწესდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მუშაკთა დღე.

2. საქართველოს იუსტიციის მუშაკთა დღე აღინიშნოს ყოველი წლის 11 ოქტომბერს.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია