საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №540
2006 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის №326 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის №326 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი