საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №575
2006 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
ა. ალექსიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ალექსი ალექსიშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის – მე-2 ფაზის“ დაფინანსების ხელშეკრულებას.
მ. სააკაშვილი