„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 იანვრის №78 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
530
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-09-01
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-01
სარეგისტრაციო კოდი
110.050.000.08.002.004
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 იანვრის №78 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №530

2006 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის           25 იანვრის  №78 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამარ­თლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზ­ღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნ­ველ­ყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 იანვრის №78 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №10, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საერთო სასამართლოების მოსამართლეებს მათი დატვირთულობის გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტი­ციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლე­ბელია თანამდებობრივ სარგოზე დაუწესდეთ დანამატი არა უმეტეს მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენო­ბისა;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ ბრძანებულების პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად განსაზღვრული დანამატის და საცხოვ­რებელი ბინით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაუ­რება ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით საერთო სასამართლოებისათვის დამტკიცებული ასიგნე­ბების ფარგლებში.“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია