„რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
524
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-08-31
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-31
სარეგისტრაციო კოდი
110.080.000.08.002.004
„რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №524

2006 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

,,რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სა­სამარ­თლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმის­წარ­მოების წესის შესახებ“ დებულების დამტკი­ცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებით (სსმ III, 2000 წ., №102, მუხ. 853) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ ქვეპუნქტი:

,,ა1) სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებული მონაცემები შეაქვს საქმის განხილვის ფორმულარში, რომელსაც ადასტურებს თავისი ხელმოწერით და სააღრიცხვო-სტატისტიკურ ბარათზე დართვის მიზნით გადასცემს კანცელარიას;“.

2. 26-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) აკონტროლებს სააღრიცხვო-სტატისტიკური ბარათებისა და საქმის განხილვის ფორმულარის წარ­მოებას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრა­ციული სამართლის საქმეებზე, აგრეთვე პროცესის მონაწილე პირთა საიდენტიფიკაციო ფორმულარის სასამართლო­სათვის დადგენილ ვადაში წარმოდგენას, უზრუნველ­ყოფს სტატისტიკური ანგარიშების სწორად და დროუ­ლად შედგენას;“.

3. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ ქვეპუნქტი:

,,ა1) სასამართლოში სარჩელის შეტანისას მოსარ­ჩელეთა მიერ პროცესის მონაწილე პირთა საიდენტი­ფიკა­ციო ფორმულარის შევსებას. სარჩელის წარმოე­ბაში მიღების შემთხვევაში ამ ფორმულარს შესავსებად უგზავნიან მოპასუხეს, ხოლო თუ სარჩელი ფოსტითაა გაგზავნილი, ასევე – მოსარჩელეს. მოსარჩელე და მოპა­სუხე, რომელთაც ფოსტით გაეგზავნათ ფორმულა­რი, ვალდებული არიან შევსებული ფორმულარი დაუბრუნონ სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოსამარ­თლის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის დანიშნულ ვადაში;“.

4. 164-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 164.

საქმისწარმოების, საერთო სასამართლოების მარ­თვის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირე­ბულ წესებს, აგრეთვე საქმისწარმოების ფორმათა ნიმუ­შებსა და ნუმერაციას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია