საქართველოს მთავრობის
დადგენილება №72
2006 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 დეკემბრის №233 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 დეკემბრის №233 დადგენილებით (სსმ III, 2006 წ., №149, მუხლი 1663) დამტკიცებული №2 დანართის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქ. თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი (ქ. თბილისი) რეორგანიზებულ იქნეს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთისა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონების საგანმანათლებლო რესურსცენტრებად.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი