საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №500
2006 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებას (სსმ III, №130, 2004 წ., მუხ. 1148) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-51 პუნქტი:
,,51. სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგო შედგება თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოებისაგან.“.
მ. სააკაშვილი