საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №490
2006 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
ევროგაერთიანებასა და საქართველოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმისა და საგრანტო ხელშეკრულების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს:
ა) 2006 წლის 5 ივლისს ხელმოწერილი „ურთიერთგაგების მემორანდუმი ევროგაერთიანებასა და საქართველოს შორის“;
ბ) 2006 წლის 14 ივლისს ხელმოწერილი „საგრანტო ხელშეკრულება ევროგაერთიანებასა და საქარ-თველოს შორის 33.5 მილიონი ევროს ოდენობის გრანტზე“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმისა და საგრანტო ხელშეკრულების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს ევროგაერთიანებას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმისა და საგრანტო ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.
მ. სააკაშვილი