,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
70
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-04-01
გამოქვეყნების თარიღი
2006-04-05
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.454
,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №70

2006 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს სახელ­მწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა, დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრუ­ლი ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის წარმოდგენა 2006 წლის 10 ოქტომბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                         ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია