„საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისათვის მფლობელობასა და უსასყიდლო სარგებლობაში მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 თებერვლის №30 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
471
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-08-08
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-09
სარეგისტრაციო კოდი
440.020.010.08.002.004
„საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისათვის მფლობელობასა და უსასყიდლო სარგებლობაში მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 თებერვლის №30 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №471

2006 წლის 8 აგვისტო

 ქ. თბილისი

„საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისათვის მფლობელობასა და უსასყიდლო სარგებლობაში მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 თებერვლის №30 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისათვის მფლობელობასა და უსასყიდლო სარგებლობაში მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 თებერვლის №30 ბრძანებულებით (სსმ III, 2000 წ., №8, მუხ. 70) დამტკიცებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მფლობელობაში არსებული ქონების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს 1-26, 28-45, 47-80, 82-83 და 86-89 პუნქტები და აღნიშნული ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მფლობელობაში არსებული ქონების ნუსხა

 

№

დაწესებულება-ორგანიზაციის დასახელება

მისამართი

მიწის ფართობი (ჰექტ.)

შენობის ფართობი (კვ.მ)

ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება (ლარობით)

1

2

3

4

5

6

 

საქართველოს მეცნიერე­ბათა აკადემიის პრეზი­დიუმის შენობა

ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 52

 

0,5707

 

8495,64

 

767834

 

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია