„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
468
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-08-08
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-09
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №468

2006 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

 „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის შესახებ“ დებულების №2 დანართის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს და მათ მოადგილეებს, ანალიტიკური ჯგუფის მთავარ მრჩევლებს, პრესსამსახურის განყოფილების უფროსებს, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს მთავარ კონსულტანტებს;“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია