„საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
462
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-08-02
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-06
სარეგისტრაციო კოდი
120.090.000.08.002.004
„საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №462

2006 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ

,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის ორგანიზებულად მოწყობის მიზნით:

1. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 2500 კაცით.

     11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 570 კაცით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მოსახდელად – 600 კაცით, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში – 500 კაცით.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №528 - სსმ III, №118, 01.09.2006 წ., მუხ.1595

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის ბრძანებულება №668 - სსმ III, №150, 08.11.2006 წ., მუხ.2087

     2. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე მოქალაქეთა გაწვევა გაიმართოს 2006 წლის 3 აგვისტოდან 2006 წლის 31 დეკემბრამდე.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №528 - სსმ III, №118, 01.09.2006 წ., მუხ.1595

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 დეკემბრის ბრძანებულება №730 - სსმ III, №165, 08.12.2006 წ., მუხ.2239

     21. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დამატებით გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1500 კაცით და მათი გაწვევა განხორციელდეს 2006 წლის 1 ოქტომბრიდან 2006 წლის 1 ნოემბრამდე.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 სექტემბრის ბრძანებულება №560 - სსმ III, №131, 25.09.2006 წ., მუხ.1724

     22. (ძალადაკარგულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 დეკემბრის ბრძანებულება №730 - სსმ III, №165, 08.12.2006 წ., მუხ.2239

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 იანვრის ბრძანებულება №1 - სსმ III, №2, 08.01.2007 წ., მუხ.14

3. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.

4. დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის თანდართული შემადგენლობა (დანართი №1). საქართველოს ქალაქებისა და რაიონების გამწვევი კომისიების მუშაობის საერთო ხელმძღვანელობა და კონტროლი განახორციელოს ცენტრალურმა გამწვევმა კომისიამ.

5. საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ ბრძანებულების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებული არიან გამოცხადდნენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. შეიარაღებულ ძალებში ახალწვეულების ორგანიზებულად განაწილება განხორციელდეს 2006 წლის 7 აგვისტოდან წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტიდან (ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი, მე-2ბ კორპუსი).

61. (ძალადაკარგულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 დეკემბრის ბრძანებულება №730 - სსმ III, №165, 08.12.2006 წ., მუხ.2239

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 იანვრის ბრძანებულება №1 - სსმ III, №2, 08.01.2007 წ., მუხ.14

7. ეთხოვოს ქ. თილისის მერს (გ. უგულავა) დახმარება გაუწიოს ცენტრალურ გამწვევ კომისიას წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის მომზადება-ფუნქციონირებაში.

8. ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარემ შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტების პირადი შემადგენლობის დროებითი შტატი და მუშაობის წესი განსაზღვროს თავისი განკარგულებით.

9. შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებზე წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება განახორციელოს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულმა მუდმივმოქმედმა სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიამ (დანართი №2).

10. საქართელოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი):

ა) განუსაზღვროს ქალაქებისა და რაიონების გამწვევ კომისიებს ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისათვის;

ბ) კოორდინაცია გაუწიოს მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოებისა და მოქალაქეთა დამატებითი სტაციონარულ-ამბულატორიული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯების ანაზღაურებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

11. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღეში.

12. ეთხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (ი. მერაბიშვილი) აღმოუჩინოს დახმარება ადგილებზე რაიონების (ქალაქების) გამგეობების სამხედრო განყოფილებებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

13. საქართველოს ცენტრალური გამწვვი კომისიის თავმჯდომარემ (ირ. ოქრუაშვილი) პერიოდულად მომახსენოს მოქალაქეთა გაწვევის მიმდინარეობის შესახებ.

14. ეთხოვოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, ფართოდ გააშუქონ გაწვევის მიმდინარეობა და ამ ღონისძიებათა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.

15. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა (ირ. ოქრუაშვილი).

     მ. სააკაშვილი

     შეტანილი ცვლილებები:

    1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №528 - სსმ III, №118, 01.09.2006 წ., მუხ.1595

     2. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 სექტემბრის ბრძანებულება №560 - სსმ III, №131, 25.09.2006 წ., მუხ.1724

     3. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 სექტემბრის ბრძანებულება №577 - სსმ III, №133, 29.09.2006 წ., მუხ.1793

     4. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 ოქტომბრის ბრძანებულება №579 - სსმ III, №136, 04.10.2006 წ., მუხ.1887

      5. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის ბრძანებულება №668 - სსმ III, №150, 08.11.2006 წ., მუხ.2087

      6. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 დეკემბრის ბრძანებულება №730 - სსმ III, №165, 08.12.2006 წ., მუხ.2239

7. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 იანვრის ბრძანებულება №1 - სსმ III, №2, 08.01.2007 წ., მუხ.14

დანართი №1

საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა:

დავით კეზერაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გივი მიქანაძე  – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ზაზა გოგავა – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი

ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

ვახტანგ მეგრელიშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ირაკლი ნადირაძე – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულე­ბის – ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე

გოჩა ფარულავა – საქართველოს გენერალური პროკურატუ­რის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამ­სახურებში, საგარეო დაზვერვის სპეცალური სამსახურის და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი

გულიკო ჭელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი – კომისიის მდივანი

     ვლადიმერ ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 ოქტომბრის ბრძანებულება №579 - სსმ III, №136, 04.10.2006 წ., მუხ.1887

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 დეკემბრის ბრძანებულება №730 - სსმ III, №165, 08.12.2006 წ., მუხ.2239

 დანართი №2

საქართველოს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის შემადგენლობა:

ვლადიმერ ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ გოგოხია – ფსიქიატრი

იური ერემიანი – ქირურგი

ნინო ზურაბიშვილი – ნარკოლოგი

თამარ კოპაძე – ნევროპათოლოგი

ლალი კუპრეიშვილი – ფტიზიატრი

ელზა მამულაშვილი – კომისიის მდივანი

დავით მარშანია – ოტოლარინგოლოგი

რუსუდან მელაძე – ექიმი ლაბორანტი

ლია რაზმაძე – ოფთალმოლოგი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

მაია ფაილოძე – დერმატოლოგი

ინეზა ჩაჩავა – ლაბორანტი

გულიკო ჩიქოვანი – სტომატოლოგი

ვასილ ცქიტიშვილი – თერაპევტი

ჯულიეტა ყანჩელი – თერაპევტი

მანანა ჯავახიშვილი – რენტგენოლოგი.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 სექტემბრის ბრძანებულება №577 - სსმ III, №133, 29.09.2006 წ., მუხ.1793

 

 

კრებსითი — სრული ვერსია