„რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
455
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-07-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-23
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.08.002.004
„რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №455

2006 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

„რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13, მე-14 და მე-151 მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:

1. „რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1997 წ., კრებული 21, გვ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს მე-4, მე-17 და 24-ე პუნქტები;

ბ) 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. მცხეთის რაიონული სასამართლოს შესახებ

ა) ლიკვიდირებულ იქნეს მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის რაიონული სასამართლოები;

ბ) შეიქმნას მცხეთის რაიონული სასამართლო;

გ) მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით;

დ) მცხეთის რაიონულ სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:

დ.ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

დ.ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

დ.გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;

ე) მცხეთის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 13 მოსამართლით;

ვ) მცხეთის რაიონული სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ვ.ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 3 მოსამართლით;

ვ.ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 4 მოსამართლით;

ვ.გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 2 მოსამართლით;

ზ) მცხეთის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის რაოდენობა განისაზღვროს 4 მოსამართლით, რომელთაგან:

ზ.ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ახალგორის რაიონში;

ზ.ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს დუშეთის რაიონში;

ზ.გ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს თიანეთის რაიონში;

ზ.დ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ყაზბეგის რაიონში;

თ) მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს შესაბამისი რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.“;

გ) ამოღებულ იქნეს 43-ე პუნქტი.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ (ვ. ცერცვაძე) ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 2006 წლის 18 სექტემბრამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაციის და მათი მცხეთის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება, არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) თავისი კომპეტენციის შესაბამისად განახორციელოს მცხეთის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოს ლიკვიდაციასა და მცხეთის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23აგვისტოს ბრძანებულება№501-სსმIII,№113,25.08.2006წ., მუხ.1548

3. ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი საქმეების განხილვა 2006 წლის 18 სექტემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო მცხეთის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული, აგრეთვე ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2006 წლის 18 სექტემბრიდან გადაეცეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23აგვისტოს ბრძანებულება№501-სსმIII,№113,25.08.2006წ., მუხ.1548

4. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 18 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23აგვისტოს ბრძანებულება№501-სსმIII,№113,25.08.2006წ., მუხ.1548

5. ამ ბრძანებულების მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23აგვისტოს ბრძანებულება№501-სსმIII,№113,25.08.2006წ.,

მუხ.1548

კრებსითი — სრული ვერსია