საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №520
2006 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
დ. გვინდაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დიმიტრი გვინდაძეს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულების (სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერის მეორე ოპერაცია)“ პროექტის თაობაზე.
მ. სააკაშვილი