„სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ“ ევროპის შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 მაისის №329 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
448
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-07-24
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-25
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.08.002.004
„სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ“ ევროპის შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 მაისის №329 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.140.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №448

2006 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

„სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ“ ევროპის შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 მაისის №329 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სამართლებრივი დახმა­რების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადა­ცე­მის შესახებ“ ევროპის შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენ­ტის 2006 წლის 25 მაისის №329 ბრძანებულებაში (სსმ III, №71, 29.05.06) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. ბრძანებულების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნუ­ლი შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად, სამარ­თლებ­რივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმარ­თვე­ბის გადასაცემად, მისაღებად და შესაბამისი ქმედე­ბების განსახორციელებლად საქართველოს მხრიდან კომ­პეტენტურ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“.

2. ბრძანებულების მე-3 პუნქტს დაემეტოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) შეატყობინოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს მხრიდან კომპეტენტური ორგა­ნოს განსაზღვრის შესახებ.“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია