საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №163
1998 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
დ. ხუბელაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციის, ქართველ და ებრაელ ხალხთა მეგობრული ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ქართული პოეზიის უბადლო დეკლამატორი, ისრაელის გ. ბააზოვის სახელობის ქართულენოვანი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი და მსახიობი დავით ხუბელაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე