„სამხედრო შეკრებათა ჩატარებისა და გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 აპრილის №205 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
374
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-06-22
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-23
სარეგისტრაციო კოდი
120.260.100.08.002.003
„სამხედრო შეკრებათა ჩატარებისა და გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 აპრილის №205 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №374

2006 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

 „სამხედრო შეკრებათა ჩატარებისა და გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 აპრილის №205 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „სამხედრო შეკრებათა ჩატარებისა და გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 აპრილის №205 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №40, მუხ. 427) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო შეკრებათა ჩატარებისა და გავლის წესის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ რეზერვისტებს (საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებთან ერთობლივი წვრთნებისას) შეკრების გავლის პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახსრებიდან ეძლევათ ხელფასის სახით – წოდებრივი სარგო და დანამატი, არა უმეტეს 102 ლარისა.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივნისიდან.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია