„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
369
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-06-19
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-20
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.08.002.003
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №369

2006 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის  №157 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №39, მუხ.330) დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-5 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოების ღონისძიებათა სპეციალური ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა.“.

2. დებულების მე-5 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამსახურის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია