,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომელთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ნოემბრის №1016 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
368
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-06-19
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-20
სარეგისტრაციო კოდი
010.210.050.08.002.003
,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომელთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ნოემბრის №1016 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №368

2006 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომელთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ნოემბრის №1016 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომელთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ნოემბრის №1016 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრდნენ: საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში-ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორი.“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია