„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
363
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-06-19
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-20
სარეგისტრაციო კოდი
140.120.000.08.002.003
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №363

2006 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) დამტკიცებულ იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ ნუსხაში, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინფორმაციის დაცვის სამმართველოს უფროსი.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბაჟო დეპარტამენტის:

ა) თავმჯდომარის მოადგილე;

ბ) სამმართველოს უფროსები და მათი მოადგილეები;

გ) თავმჯდომარის აპარატის:

გ.ა) უფროსი;

გ.ბ) საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილების შეიარაღებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი;

დ) საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს გაცილების განყოფილების უფროსი;

ე) რეგიონალური საბაჟოების უფროსები და მათი მოადგილეები;

ვ) რეგიონალური საბაჟოების საბაჟო გაფორმების განყოფილებების უფროსები;

ზ) საბაჟო საგუშაგოების უფროსები და მათი მოადგილეები;

თ) საბაჟო გამშვები პუნქტების უფროსები და მათი მოადგილეები.“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია