„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 აპრილის №149 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
358
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-06-19
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-20
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 აპრილის №149 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №358

2006 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 აპრილის №149 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 აპრილის №149 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №40, მუხ. 309) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ცენტრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია