საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №35
1998 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
დ. გოგუაძის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ
შეიარაღებული ბოროტმოქმედის დაკავებისას გამოჩენილი მამაცობისა და მხედრული ვალის ღირსეულად მოხდისათვის ოზურგეთის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების ადმინისტრაციული პოლიციის პროფილაქტიკის ჯგუფის პოლიციის უბნის ინსპექტორი, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი დავით გოგუაძე დაჯილდოვდეს მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
ე. შევარდნაძე