„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №637 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
346
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-06-06
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-12
სარეგისტრაციო კოდი
040.230.000.08.002.003
„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №637 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №346

2006 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №637 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998  წლის 9  ნოემბრის N637 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №4, მუხლი 106) დამტკიცებულ საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრულ რაიონებში დაინტერესებულ პირთა  განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს იუსტიციის სამინისტრო მიიღებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების  მეშვეობით.“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია